
უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს ზაპოროჟიესა და კიევში 5 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაშავდა
გვიან ღამით რუსეთის მიერ ზაპოროჟიესა და კიევზე განხორციელებულ თავდასხმებს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზაპოროჟიეში დაიღუპა 5 და დაშავდა 20 ადამიანი, ხოლო კიევში ერთი ადამიანი დაშავდა, წერს მედია.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე დედაქალაქსა და სამხრეთ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. რუსეთის ძალებმა ორივე ქალაქზე ერთდროულად მიიტანეს იერიში.
დაახლოებით იმავე დროს, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის მიმართულებით იყო გაშვებული.
ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა ივან ფიოდოროვმა დაადასტურა, რომ რუსეთის ძალებმა რეგიონულ ცენტრზე ბალისტიკური რაკეტებითა და მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანეს იერიში. მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, გაჩნდა ხანძრები და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge