მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი
უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

იმედი|imedinews.ge

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით. კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 13 ივლისს შესაძლოა დაამტკიცოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, თუმცა კომპრომისულ ვერსიაში: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოხსენიების გარეშე და რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ „შერბილებული“ ფორმულირებებით.

„ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჩანდა, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება 21-ე პაკეტის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად ღრმა იყო და მისი შემოდგომისთვის გადატანა მოგვიწევდა. თუმცა, 12 ივლისს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) სხდომაზე ახალი ვარიანტის განხილვამ იმედი გააჩინა, რომ კომპრომისი მოიძებნება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

კერძოდ, პაკეტის დასამტკიცებლად ევროკავშირი, სავარაუდოდ, შემდეგ კომპრომისებზე წავა:

ბულგარეთისა და იტალიის მოთხოვნით, შემოთავაზებული სანქციების სიიდან ამოიღებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და რუსული „ლუკოილის“ დამფუძნებელს, ვაგიტ ალეკპეროვს. იტალიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სხვა ქვეყნების თხოვნით, შეარბილებს ფორმულირებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი კომბატანტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ (საუბარია აკრძალვიდან ყოფილი სამხედროების შესაძლო გამონაკლისზე). გაამარტივებს ფორმულირებას რუსული თევზის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვის შესახებ, კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის ინტერესებიდან გამომდინარე, უარს იტყვის რუსეთიდან და ბელარუსიდან ვირთევზას იმპორტის სრულ აკრძალვაზე (ეს უკანასკნელი რუსული თევზისთვის ევროკავშირში „უკანა კარია“). საბერძნეთის, კვიპროსის, მალტასა და სხვათა ზეწოლის შედეგად გააუქმებს რუსეთიდან თხევად გაზსა და შესაბამის ტანკერებთან დაკავშირებულ რიგ წინადადებებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
  • ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადებაBM.GE
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი