მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინელმა სამხედროებმა ბაშკორტოსტანის ქალაქ სალავატსა და კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

სალავატში დარტყმის ქვეშ მოჰყვა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი - „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“. მედიის ცნობით, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ასევე, წინასწარი მონაცემებით, სალავატში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზა „როსნეფტ-ოპტს“.

ბაშკორტოსტანის ხელმძღვანელმა, რადი ჰაბიროვმა რესპუბლიკაზე დრონების თავდასხმა დაადასტურა. „არსებობს დაკვამლიანების რამდენიმე კერა“, - დაწერა მან Telegram-არხზე და დასძინა, რომ არავინ დაშავებულა.

კრასნოდარის მხარეში, დრონების თავდასხმის შედეგად, ხანძარი აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. რეგიონის ოპერატიულმა შტაბმა ასევე განაცხადა „ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები და ფასადები, დაშავდა ერთი ადამიანი.

დრონების დარტყმების გამო, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იძულებულნი არიან, დროებით შეაჩერონ ან სრულად შეწყვიტონ მუშაობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი შეწყალების აქტზე: ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ერთ რამეს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, რა თქმა უნდა, ამ დროს სახელმწიფო იქნება ჰუმანური

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

იმედი

Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა

Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა

იმედი

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი