მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდა პროგრამისტსა და გამომგონებელს, ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლეს
უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდა პროგრამისტსა და გამომგონებელს, ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლეს

უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდა პროგრამისტსა და გამომგონებელს, ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლეს

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდა გამომგონებელსა და არაერთი საერთაშორისო კონკურისის გამარჯვებულს, ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ალექსანდრე ბათუმელია და მიუხედავად ასაკისა, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და ფინანსების მიმართულებით ათამდე ინოვაციური პროექტის ავტორია, რომელთაგან ცხრამ ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ამერიკაში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში, იტალიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე. ალექსანდრე ცეცხლაძე, როგორც ნოვატორი პროგრამისტი, ბოლო სამი წელია, მონაწილეობს საერთაშორისო „ჰაკათონებში“. 2025 წელს კი, ბელგიაში გამართულ კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ალექსანდრე მის გუნდთან ერთად, ტოპათეულში მოხვდა.

„დღეს შევხვდით ახალგაზრდა გამომგონებელს, აჭარის მკვიდრს, ალექსანდრე ცეცხლაძეს, რომელიც ცხრა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი პერსპექტივაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი ინოვაციები კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და განათლების მიმართულებით უკვე საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. სწორედ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მნიშვნელოვანი სფერო. მადლობას ვუხდით ალექსანდრე ცეცხლაძეს იმ წარმატებისთვის, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ახალგაზრდა გამომგონებელს მადლობა გადაუხადეს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის და შემდომი წარმატებები უსურვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • რატომ ვერ საქმდებიან ახალგაზრდა პედაგოგები საჯარო სკოლებში? - განათლების სისტემის გამოწვევაBM.GE
  • მწვანე ბანაკი "კლიმატის ელჩები" 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულარუსთავი 2
  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი