მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია
ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ესპანურ სეუტაში უკანონოდ შეღწეული მიგრანტების უმეტესობა მაროკოში დააბრუნეს.

მისი განცხადებით, არცერთ არალეგალ მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია.

„სატელეფონო საუბარი გავმართე ეროკომისრებთან მაგნუს ბრუნერსა და დუბრავკა შუიცასთან, რათა სეუტაში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიმეღო. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ უკანონოდ ჩასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობის შედეგად მაროკოში დაბრუნდა. ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნამდე არცერთ მათგანს არ მიუღწევია“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ყველა მნიშვნელოვან გამშვებ პუნქტზე სიფხიზლე შეინარჩუნოს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი, რათა ევროპის მდგრადობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული საზღვრების ეფექტიანი კონტროლი. ჩვენ ძლიერი სისტემა გვაქვს, თუმცა მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო. აუცილებელია, ყველა მნიშვნელოვან შესასვლელ პუნქტზე სიფხიზლე შევინარჩუნოთ და ყველა პასუხისმგებელ უწყებას შორის მჭიდრო კოორდინაცია უზრუნველვყოთ. ამასთან, საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი, რათა ევროპის მდგრადობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ევროკომისიამ ესპანეთს მხარდაჭერა კრიზისის პირველივე წუთებიდან შესთავაზა. რამდენიმე ლიდერის წერილი მივიღე და მივესალმები საგანგებო ვიდეოკონფერენციის ჩატარების მოწოდებას, რათა მომხდარი ერთობლივად შევაფასოთ. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა სოლიდარობასა და ევროკავშირის ერთიან პასუხს მოითხოვს“, - დასძინა მან.

I held a conference call with Commissioners @magnusbrunner and @dubravkasuica for an update on the situation in Ceuta. The good news is that the vast majority of those who arrived illegally have returned to Morocco, due to the effective work of Spanish and Moroccan law… — Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 1, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • "საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

იმედი

შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს

შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს

იმედი

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

იმედი