მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. რუმინეთსა და რუმინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. რუმინეთსა და რუმინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. რუმინეთსა და რუმინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

როგორც ფონ დერ ლაიენმა დაწერა, რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. მისი განმარტებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 21-ე პაკეტს ამზადებს.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. რუსული დრონის მიერ რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ეს ევროკავშირის ტერიტორიაა. რუმინეთს და რუმინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრთხოებისა და შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე, კვლავ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. სანქციების 21-ე პაკეტს ვამზადებთ“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Russia’s war of aggression has crossed yet another line. A Russian drone incursion struck a densely populated area in Romania, injuring civilians. On EU territory. We stand in full solidarity with Romania and its people. As we continue strengthening our security and… — Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 29, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება