მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

იმედი|imedinews.ge

ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო გარემოს მიმართ, არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას.

„არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც ასტიმულირებს კერძო სექტორის მიერ პროექტების განვითარება. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც მოიტანა როგორც დაფინანსების ზრდა, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმ სტატისტიკით, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება 40%-იან ზრდას აჩვენებს, რაც ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციებისა და საბანკო დაფინანსების სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი სასესხო პორტფელი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ ევროპისგან საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის დაკავებას ელის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ ევროპისგან საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის დაკავებას ელის

იმედი

ირაკლი კობახიძე: იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს

Reuters: აშშ-ის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს - ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული ამერიკული კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს