მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ ევროპისგან საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის დაკავებას ელის
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ ევროპისგან საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის დაკავებას ელის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ ევროპისგან საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის დაკავებას ელის

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ განაცხადა, რომ აშშ ევროპისგან საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის დაკავებას ელის.

„ჩვენ საკმაოდ საქმიანი განხილვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ ვითანამშრომლებთ მომავალში იმ პირობებში, როდესაც ევროპა - აშკარად ძალზე მდიდარი კონტინენტი - შეძლებს და საკუთარ თავზე აიღებს კიდეც ძირითად პასუხისმგებლობას თავის ტრადიციულ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, აშშ ინარჩუნებს ნატოს ერთგულებასა და ალიანსთან მჭიდრო კავშირს, თუმცა უკრაინის დახმარების პროცესს სათავეში ევროპა უნდა ჩაუდგეს“, - განაცხადა ელბრიჯ კოლბიმ ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას.

მან დაადასტურა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სპეციალური კითხვარი ნამდვილად გაუგზავნა. ვაშინგტონი ითხოვს კონკრეტულ შეფასებებსა და სამოქმედო გეგმებს იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ევროპა ეტაპობრივად გადაიბაროს პასუხისმგებლობა საკუთარ კონვენციურ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ გვინდოდა, მოკავშირეებს ეს ყველაფერი უშუალოდ წერილობით მიეღოთ, ნატო 3.0-ის კონცეფციის შესაბამისად. ეს გულისხმობს ევროპის წამყვან როლს საკუთარ კონვენციურ უსაფრთხოებაში, თუმცა ამავდროულად იმის გააზრებასაც, თუ დროთა განმავლობაში როგორ ვმართოთ ის უზარმაზარი ინვესტიციები, რომლებსაც პოლონეთი, გერმანია თუ თქვენი ქვეყანა - ნიდერლანდები ახორციელებენ. იმედი გვაქვს, ამ გზას სხვებიც გაჰყვებიან“, - აღნიშნა კოლბიმ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ბრიფინგზე.

„რა თქმა უნდა, ევროპა აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესთა სფეროდ რჩება იმის ფონზეც კი, რომ ჩვენს მთავარ პრიორიტეტად დასავლეთ ნახევარსფერო იკვეთება“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 273 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება - ამბროლაური სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს მასპინძლობს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს

The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს

იმედი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პოსტი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პოსტი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის -  ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა