მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები გაგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ პირველი შვიდი თვის მაჩვენებლებით საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით შევინარჩუნოთ ლიდერობა მომდევნო წლებშიც“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია და ერთი მხრივ, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ამაღლებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ დაჩქარების ფაზაშია გადასული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ეფექტის მქონეა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იმედი

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

იმედი