მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა
ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა

ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა

იმედი|imedinews.ge

„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე ნაწილდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტის და დასაწყობების, ასევე ვაჭრობის, ჯანდაცვის და სხვა სექტორებმა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, არსებული მონაცემები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო თვეების და წლების განმავლობაში დაფიქსირებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება.

„საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის გამოვყოფდი იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსების ზრდის მიმართულებით განხორციელდა - შეიქმნა ეკონომიკური განვითარების კორპორაცია, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ასევე მოსალოდნელია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რაზეც საქართველოს მთავრობას კონკრეტული, ვადებში გაწერილი გეგმა აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს აღნიშნული ეკონომიკური ზრდის მიღწევას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, მინისტრის მოადგილე მათ შორის ხაზს უსვამს ადგილობრივი ექსპორტის კუთხით დაფიქსირებულ პოზიტიურ ტენდენციებს. კერძოდ, იანვარ-მაისის პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა და ფაქტობრივად, 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია, რაც აღნიშნული მაჩვენებლებით დასტურდება.

„მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის მიმართულებით, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გაზრდილია სხვადასხვა პროდუქტების ექსპორტი. ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება თურქეთის, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ასევე რეალურ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნასა და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის და საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული დადებითი ტენდენციები კიდევ ერთხელ ამყარებს მოლოდინს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა