მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვარლამ ებანოიძე: საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს
ვარლამ ებანოიძე: საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს

ვარლამ ებანოიძე: საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ. მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის განსხვავებული მიდგომის საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება. „როგორც წესი, ისეთ კონცენტრირებულ ბაზრებზე, როგორიც საქართველოს საბანკო სისტემაა, სხვა ქვეყნის რეგულატორები უფრო უხეში ინტერვენციების მექანიზმებს იყენებენ, ჩვენ კი პირველადი ხელშესახები შედეგები ე.წ. არაქირურგიული მეთოდებით მივიღეთ“, - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ. მისივე შეფასებით, ამ შედეგების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულირების ლაბორატორიამ (Regulatory Sandbox), რომელიც ახალ კომპანიებს ტექნოლოგიების რეალურ გარემოში გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ასევე ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურამ, რომელმაც გადახდებისა და მონაცემთა გაცვლის ალტერნატიული მექანიზმები შექმნა. ვარლამ ებანოიძის განცხადებით, ამ ინსტრუმენტების ერთობლიობამ ბაზარზე ახალი მოთამაშეების დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, ფინტექ კომპანიებმა შეძლეს ონლაინ კონვერტაციისა და QR-გადახდების მიმართულებით ოპერირების დაწყება, ხოლო მცირე ბანკებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობები მიიღეს. „ყოველივე ეს ნამდვილად საქართველოს ეროვნულ ბანკს ინოვაციების ავანგარდში აყენებს არა მარტო რეგიონში, არამედ რეგიონს მიღმა და საქმით ამტკიცებს ჩვენს ამბიციებს რეგიონალურ ჰაბთან მიმართებაში“, - დასძინა ვარლამ ებანოიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“. აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდებაBM.GE
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
  • ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაშირუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერსტვ პირველი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია