მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ
ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ

ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ

იმედი|imedinews.ge

ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ სრულიად საპირისპირო სურათი იხილა.

„ყველა ვხედავდით რამდენად კარგად ჩაიარა და მნიშვნელოვანი იყო ეს ფორმატი, რომლითაც ვესაუბრებოდით ახალგაზრდებს მათთვის ყველაზე საჭირო თემაზე. რაც ყველაზე მთავარი იყო, ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავსმოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ.

ძალიან კარგად და დადებითად ჩაიარა ამ ყველაფერმა. ვფიქრობთ, რომ გაგრძელება აუცილებლად ექნება ამას, ვმუშაობთ ფორმატზე. დღევანდელი შეხვედრაც მიმართული იყო ამისკენ, რომ პარტიის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც ახალგაზრდების მხრიდან იყო დასმული - პრობლემაზე, ყველა გამოწვევაზე. ვიცით, რომ ჯერ კიდევ რჩება რეგიონებში პრობლემები და ამ საკითხების მოგვარებაზე იყო საუბარი“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი და აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება

სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა საერთო ჯამში 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა საერთო ჯამში 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება

იმედი

პაატა კვიჟინაძე: დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი 19 კომპანიით არის წარმოდგენილი. სტატისტიკით დასტურდება, რომ სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად და სწრაფად ვითარდება. მისმა ბრუნვამ 2025 წელს 1,411 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს