მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა მოვუწოდო ვარდენ მაჭავარიანს, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში
ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა მოვუწოდო ვარდენ მაჭავარიანს, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში

იმედი|imedinews.ge

ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, ვარდენ მაჭავარიანი დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. არადა ამ დროს, ლიპარტელიანის განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ - მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია „იმედზე“ დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო, აბსურდული სანქცირების მიზეზით ახსნა.

„ამის პარალელურად - გასული 3 თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. თუ ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო, მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის, არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის მისი - რთულია ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ.

ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ, საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება“, - წერს ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს - რა ევალებათ?BM.GE
  • მწვანე ბანაკი "კლიმატის ელჩები" 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულარუსთავი 2
  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი