მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან
ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან

ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირს, საქართველოს თანაბარ პარტნიორად აღქმაზე უარი დიდი ხანია ნათქვამი აქვს. ყველაზე კარგი მაგალითია ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში რა პროცესებს ვადევნებდით თვალს ქვეყნის შიგნით. იყო მათ მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა რევოლუციური მცდელობა და ეს კიდევ ერთხელ არის დამაფიქრებელი იმაზე, თუ რა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ნეიტრალიტეტი ნიშნავს უფრო მეტი მოკავშირის და მეგობრის მოძიებას.

„ნეიტრალიტეტი და ჩვენი გაცხადებული პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან დაპირისპირებაში უნდა ვიყოთ ან ვინმესთან იზოლაციაში უნდა ვიყოთ. პირიქით, ნეიტრალიტეტი გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა აქტორს საერთაშორისო დონეზე ვესაუბროთ, როგორც თანაბარი პარტნიორი.

იზოლაციაში მოხდენა სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ბოლო ასთწლეულების განმავლობაში თვალს ვადევნებდით, როდესაც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიყურებოდით და იქედან ხდებოდა პირდაპირ დავალებების მიღება და ჩვენ განგვიხილავდნენ როგორც უპირობო შემსრულებლებს.

დღეს კი, კონსტიტუციაში გაწერილი 78-ე მუხლი პირდაპირ კონფლიქტში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენ ძალიან მყიფე მშვიდობის ფონზე როდესაც ვხედავთ, თუ რამხელა დაპირისპირებაა რეგიონში, არ შეიძლება საკუთარ თავს დავუწესოთ გარკვეული ლიმიტები და კონსტიტუციაში, რომელიც არის ქვეყნის არსებითი კანონი, ჩავწეროთ მისწრაფება რომელიმე ორგანიზაციაში, რადგან კონსტიტუცია და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის მუდმივი.

ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან.

დადგება დრო, როდესაც ევროპა გაიაზრებს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დერეფანი მათი ეკონომიკური ფუნქციონირებისთვისაც და მაშინ ისინი თანაბარუფლებიან საუბარს დაიწყებენ“, - აცხადებს ქიზიყურაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი