მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს
ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს

ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს

იმედი|imedinews.ge

“საბჭოთა კავშირი კუბში - ევროკავშირი დემოკრატიას კლავს როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ცდილობს ბოლო მოუღოს დისკუსიის შესაძლებლობას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თვეების განმავლობაში მოახდინა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის გაცემის ბლოკირება, ფონ დერ ლაიენი ღიად ალაპარაკდა გადაწყვეტილების მიღების წესში ცვლილებების აუცილებლობაზე”, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილი ევროკავშირზე წერს, რომ ისეთ გაერთიანებაში გვეპატიჟება ხელისუფლება, სადაც უბრალო ხმის უფლებაც კი არ ექნება საქართველოს ჰიპოთეზურად გაწევრიანების შემთხვევაში.

„დიფ სთეითის“ მორჩილი ბიუროკრატები დაიღალნენ კონსენსუსის ძიებით სხვადასხვა საკითხებზე და სურთ, რომ მათი პატრონების დავალებების აღსრულების პროცესი გაამარტივონ და გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობის წესით მიიღონ. ამავდროულად თავს იზღვევენ მომავალში ნებისმიერი „შეფერხებისგან.“ საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა დააინიცირეს წინადადება, რომელიც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ბიუჯეტის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს.

უნგრეთს მიაღებინეს მიგრანტების შესახებ დამღუპველი გადაწყვეტილება, რუმინეთში არჩევნები გააუქმეს და სასურველი ხელისუფლება შეინარჩუნეს, მემარჯვენე კონსერვატიულ ძალებს ყველანაირი, მათ შორის უკანონო მეთოდებით არ აკარებენ სახელისუფლებო კოალიციებს და ასე „დემოკრატიულად“ მართავენ ევროკავშირს...

ასეთ გაერთიანებაში ჯიუტად გვეპატიჟება ხელისუფლება, სადაც უბრალო ხმის უფლებაც კი არ ექნება საქართველოს ჰიპოთეზურად გაწევრიანების შემთხვევაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელის ნებისმიერ ახირებას, ავტომატურად უნდა ავყვეთ, თუნდაც ამან ჩვენი ქვეყნის განადგურება გამოიწვიოს.

ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს!”, - წერს შაქარიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი