მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენსი: ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მზად არის სამხედრო კამპანიის განახლებისთვის
ვენსი: ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მზად არის სამხედრო კამპანიის განახლებისთვის

ვენსი: ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მზად არის სამხედრო კამპანიის განახლებისთვის

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს „მარტივი წინადადება“, მოვლენები კი შესაძლოა „ორი გზით“ განვითარდეს.

„ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ვენსმა. მან ხაზი გაუსვა ამით გამოწვეულ საფრთხეებს და იქვე აღნიშნა, რომ აშშ-მა უკვე მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის სამხედრო შესაძლებლობები.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანის მიერ ბირთვული არსენალის შექმნა სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, სასწრაფოდ იზრუნონ საკუთარი იარაღის მოპოვებაზე, რაც გამოიწვევს „ბირთვული შეიარაღების რბოლას“ და მსოფლიოს გაცილებით სახიფათო ადგილად აქცევს: „ირანი იქნება პირველი დომინო, რომელიც ბირთვული შეიარაღების რბოლას მთელ მსოფლიოში ჩაუყრის საფუძველს“.

ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის შეთანხმების დასადებად, თუ ირანელები წავლენ კომპრომისზე მთავარ საკითხში - არასოდეს ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. მისი თქმით, ვაშინგტონი მოლაპარაკებებს „კეთილსინდისიერად“ აწარმოებს და სჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამოქმედდება გეგმა „ბე“ - სამხედრო კამპანიის განახლება ამერიკის მიზნების მისაღწევად.

„ეს არ არის ის, რაც პრეზიდენტს სურს და არ ვფიქრობ, რომ ეს ირანელებსაც უნდოდეთ. თუმცა, ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ ახლა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არსებობს.

ვენსმა მკაფიოდ დააფიქსირა თეთრი სახლის პოზიცია და აღნიშნა, რომ აშშ არ დაუშვებს ისეთ შეთანხმებას, რომელიც თეირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას მისცემს:

„როგორც პრეზიდენტმა ახლახან მითხრა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. ჩვენ არ გვსურს ამ გზით წასვლა, მაგრამ პრეზიდენტი მზად არის და შეუძლია ეს გააკეთოს, თუკი დაგვჭირდება“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს