მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენსი: ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და რისკენაც ჩვენი საგარეო პოლიტიკაა მიმართული, ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა
ვენსი: ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და რისკენაც ჩვენი საგარეო პოლიტიკაა მიმართული, ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა

ვენსი: ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და რისკენაც ჩვენი საგარეო პოლიტიკაა მიმართული, ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბრა.

„გულახდილად რომ ვთქვათ, არ არსებობს პრეზიდენტი, რომელმაც იმაზე მეტი გააკეთა უკრაინის გადასარჩენად, ვიდრე დონალდ ტრამპმა. როგორც მან თავისი ცნობილი სიტყვებით თქვა: „ობამამ მათ ზეწრები მისცა, მე კი - Javelin-ები“. სწორედ ამ Javelin-ებმა უზრუნველყვეს ის, რომ უკრაინა დღესაც ინარჩუნებს თავის ტერიტორიულ სუვერენიტეტს.

მან ასევე თქვა, რომ სურს აწარმოოს ისეთი ამერიკული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე. ამ საგარეო პოლიტიკის ნაწილი კი არ არის პუტინის დაჯილდოება ან ისეთი ქვეყნის დასჯა, როგორიც პოლონეთია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ჩვენ გვიყვარს პოლონეთი, გვიყვარს პოლონელი ხალხი. ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და რისკენაც ჩვენი საგარეო პოლიტიკაა მიმართული, ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა.

ჩვენ გვსურს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე. გვინდა, რომ ევროპამ გაცილებით აქტიური ნაბიჯები გადადგას. ახლა, მგონი, თქვენ ახსენეთ 4 000 ჯარისკაცი. ჩვენ პოლონეთში ჯარების რაოდენობა 4 000-ით არ შეგვიმცირებია. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ის, რომ გადავავადეთ ჯარების განლაგება, რომელიც პოლონეთში უნდა გაგზავნილიყო. ეს არ არის შემცირება, ეს უბრალოდ როტაციის სტანდარტული შეფერხებაა, რაც ხანდახან ხდება ხოლმე მსგავს სიტუაციებში.

მაგრამ, აი სად არის ფუნდამენტური პრობლემა: პოლონეთს შესწევს ძალა, დაიცვას თავი ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მხარდაჭერით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპიდან აბსოლუტურად ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანაზე. ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეული რესურსების იმგვარად გადანაწილებაზე, რაც მაქსიმალურად გაზრდის ამერიკის უსაფრთხოებას. არ ვფიქრობ, რომ ეს ევროპისთვის ცუდია. ეს პირიქით, მოუწოდებს ევროპას, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება მსოფლიოს პოლიციელი. ჩვენ გვინდა ვიყოთ კარგი მოკავშირეები. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ჯარების ყოფნა ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობას ევროპაში. პრეზიდენტს არ უთქვამს - თუმცა შეეძლო ეთქვა - პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მას ყველა ჯარისკაცი გამოჰყავს ევროპიდან.

მაგრამ ევროპა საკუთარ ფეხზე უნდა დადგეს, და ეს არის ის, რაშიც ის ტრამპი თანმიმდევრულია. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი სუვერენიტეტი და ევროპის დიდი ნაწილი საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს. ეს კვლავაც იქნება ჩვენი პოლიტიკა“, - დასძინა მან.

TWITTER POST
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი