მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“
ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

იმედი|imedinews.ge

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ომის მონაწილე მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც აფხაზურ მხარესთან დაღუპულთა, ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის მიზნით გუდაუთაში იმყოფებოდა.

მალხაზ თოფურია იხსენებს კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც სოხუმში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, პირველ არხზე იხილა იმ დროს დეპუტატ გიორგი ბარამიძის ინტერვიუ სოხუმის აეროპორტიდან, სადაც ის ტყვეთა გაცვლის პროცესში საკუთარ „სირთულეებსა და დამსახურებაზე“ ჰყვებოდა.

“93 წლის მარტის მეორე ნახევარია, სისხლის სუნი დგას მთელ აფხაზეთში 16 -17 მარტის აფხაზთა კონფედერატთა და რუსთა შემოტევა სოხუმზე კრახით დასრულდა სეპარატისტებისთვის, რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი დაეცა სოხუმის დაცვისას. მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს, ბევრი ტყვე და გვამი რჩება სოხუმში, სიტუაცია მოითხოვს სასწრაფოდ ამოქმედდეს ტყვეთა, გვამთა (დიახ, ესაც ომის მწარე რეალობაა) და აქეთ-იქით ჩარჩენილი მშვიდობიან მოსახლეთა გაცვლის ამოქმედებას.... მე გუდაუთაში მიშვებენ ამ გაცვლის კომისიის ფარგლებში, თან მომყვება "საღამო მშვიდობისას" ჟურნალისტი, ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი.... არანაირი გარანტია იქიდან ცოცხლად დაბრუნების... ყოველ მეორე სახლში დაღუპულის გასვენება და გამწარებული ჭირისუფლები (ხშირ შემთხვევაში ცარიელი სასახლეებით). მოხერხდა ბევრი სასიკეთო რამ 300-300 მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად, მოხუცები, გვამები ყველა ყველაზე, ასევე ტყვეებიც ყველა ყველაზე გადაიცვალა... სამართლიანობა ითხოვს ამ კეთილ საქმეში ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის დაუღალავი და უანგარო შრომის აღნიშვნას და აფხაზებიდან ბესლან კობახიასი...... რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იქ ყოფნისას და რა არაადამიანობებს ან პირიქით, რა ამღლებულ ღირსებით სავსე ადამიანებს (სხვადასხვა ეთნოსის) გადავაწყდი იქ, ამის აღწერას აქ არ დავიწყებ... ორი კვირის შემდეგ, დავბრუნდი (დავბრუნდი დანევროზებული, სიგიჟის ზღვარზე). იქ ყოფნა ჩემთვის ომზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. დაბრუნების დღეა, ბოლო 150 ქართველიც ჩამოვიყვანეთ გემით, ჩვენს (ქართულ) შტაბში ვარ, ცხონებულ სოსო მარგიშვილთან, ტელევიზორს მივჩერებივართ, გვაინტერესებს როგორ გაშუქდა ...... 1-ელ არხზე (მეტი არც იყო მაშინ) აჩვენებენ გამოწკეპილ-გამოპრანჭული დეპუტატ გიორგი ბარამიძეს სოხუმის აეროპორტში (იმ დღეს ჩამოფრინდა), ინტერვიუს იძლევა, თუ რა სირთულეები გადახდა ამ ადამიანების გაცვლისას, რაც გაიცვალა.... სიმწრით მეღიმება, მაგრამ არ ვბრაზდები, სოსო ბრაზდება, აეროპორტის კომენდატურაში რეკავს და სთხოვს ბიჭებს ბარამიძე შტაბში მოათრიონ... მოათრიეს! არ გცხვენია? ნამუსი სულ არა გაქვს? ამან რაღა თქვას, ხელს იშვერს სოსო ჩემსკენ... კარგით რა, ბიჭებო (ჩაჯ**ლი ხმით), თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი..... პ.ს. 35 წელი გავიდა. არაფერი შეცვლილა, ის ისევ კარიერისთვის იღვწის, მეც ისევ ისე ვარ). ტყვეებს ვცვლიდიო ამ ნაბიჭვარმა, ქართველები რომ ხვრეტდნენ, იმ ტყვეებსო”, - წერს მალხაზ თოფურია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარიანეტგაზეთი
  • "გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩიატვ პირველი
  • პრემიერი: ბარამიძის განცხადება იყო ამაზრზენი, ამის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ, ამ კამპანიის ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებარუსთავი 2
  • ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძესფორმულა
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე