მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში თვითმმართველობების, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრები პროექტის და დაგეგმილი აქტივობების გაცნობას ემსახურებოდა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე პროექტის დონორი და აპლიკანტი ორგანიზაციის შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაციის გაცნობას. აგრეთვე იმ საერთო მიზნებსა და შედეგებს, რომელთა მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევით არის დაგეგმილი.

პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, პრაქტიკული გზამკვლევის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს. საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

იმედი

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

იმედი

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

იმედი

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

იმედი