მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთს მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის სამართლიანად დასჯას ითხოვს
ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთს მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის სამართლიანად დასჯას ითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთს მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის სამართლიანად დასჯას ითხოვს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის ინციდენტს გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუმინეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რუმინეთს ყველაფერში, რაც კი ამ ვითარებაში აუცილებელი იქნება“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, რათა თავიდან იყოს აცილებული ომის გაჭიანურება ან მისი სხვა რეგიონებში გავრცელება. მან ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იქნება მართლაც ძლიერი. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ მის ყოველ დარტყმას თავად აგრესორისთვის მოაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი - ეს იქნება სამართლიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასულ ღამით რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში მიიტანეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე - ოდესის რეგიონზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუმინეთს. მისივე შეფასებით, ეს იყო კიდევ ერთი ცინიკური თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო აკვატორიაში მყოფ სამოქალაქო საკონტეინერო გემებზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას