მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Wall Street Journal: აშშ-ში აპრილში ინფლაცია, საწვავზე ფასების მატების გამო, 3,8%-მდე გაიზარდა
Wall Street Journal: აშშ-ში აპრილში ინფლაცია, საწვავზე ფასების მატების გამო, 3,8%-მდე გაიზარდა

Wall Street Journal: აშშ-ში აპრილში ინფლაცია, საწვავზე ფასების მატების გამო, 3,8%-მდე გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში აპრილში სამომხმარებლო ფასებმა ზრდა განაგრძო, რადგან ვაშინგტონისა და თეირანის ომმა ენერგომატარებლები გააძვირა, რაც შინამეურნეობას ტვირთად დააწვა. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაცია 3,8%-ით გაიზარდა.

ერთ თვეში ფასები 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის ღირებულებამ 5,4%-ით მოიმატა. შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ბენზინზე ფასი, წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა.

დღესდღეობით აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასი 4,5 დოლარს აჭარბებს, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, მარტთან შედარებით აპრილში სამომხმარებლო ფასები 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით - 2,8%-ით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი