მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა
ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ“.

მისივე თქმით, ეს ღონისძიება იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც თავად უწოდებს ევროპულ "ცივ კომფორტს" გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ.

„დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ეს ორი ფოტო, რომელიც გადავიღე, ვფიქრობ სრულად ასახავს ამ ღონისძიების სულისკვეთებასაც და პათოსსაც.

გამოფენის გარეთ ბევრ ადგილას განთავსებულ პოსტამენტზე გრავირებული კოსმოპოლიტ ზურაბ ჟვანიას საკრალური ფრაზა, და გამოფენის შიგნით რადიკალთა უწყვეტი პროტესტის (ალბათ ევროკავშირის დაფინანსებული) ამსახველი ფოტოალბომები. ეს ძალადობრივი აქციები კი, მათ შორის ევროკავშირის ფულის გამოყენებით მოეწყო.

დიახ, დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ ზუსტად ისინი ვისაც ველოდებოდი, რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული" ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ. ვხედავდი როგორ ეტენებოდნენ ევროკავშირის სტენდებთან მდგომ უცხოელებს, რომ მათგან სავიზიტო ბარათები მიეღოთ. მოკლედ, "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული რაც უბრალო ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა.

ჩემი სუბიექტური შეხედულებით, იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც მე ვუწოდებ ევროპულ „ცივ კომფორტს“ გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ. ეს იყო და ეს. თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი გამოფენებით ხალხს ვეღარ გააბრუებენ, როგორც ადრე.

ვფიქრობ, ევროპისგან განხიბლვის პროცესი ნელა მაგრამ იწყება. თუმცა, ალტერნატივა რა გვაქვს, ეს ჯერ არ ვიცი, და ვფიქრობ ინტენსიურად, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მგონია, რომ კიდევ ბევრი ფიქრობს“, - წერს ანჯაფარიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება