მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია
ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რაზეც ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილება მეტყველებს. დეპუტატმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე ელენე ხოშტარიას დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტის ვხვდებით. გარდა ამისა, მან წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და განაცხადა, რომ დღეს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება. „ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლების ნება და გადაწყვეტილება, რომ ელენე ხოშტარია სამკურნალოდ „ვივამედში“ გადავიდეს, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. როდესაც შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის პოზიცია ელენე ხოშტარიას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია, რომ საკმაოდ დიდი თანხები ირიცხება მის ანგარიშებზე, თუმცა, ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას რუბლებს სუნი არ აქვს. ფაქტია, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსული სახელმწიფოსგან და დღეს თავად სხვებს უწოდებს რუსეთუმეებს. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კიდევ ერთხელ ვნახეთ და მოვისმინეთ ადამიანების ისტორიები, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არათუ ექიმთან კონსულტაციის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ, არამედ ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ წამების გარეშე. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ელენე ხოშტარიას თუ სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა. პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა პატიმრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ექიმის კონსულტაცია და იმოქმედონ მისი რეკომენდაციებისა და დანიშნულების შესაბამისად,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

იმედი

ლევან ვეფხვაძე: უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე

ლევან ვეფხვაძე: უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე

იმედი

ირაკლი კვერღელიძე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე: მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება

ირაკლი კვერღელიძე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე: მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა

იმედი