მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი: ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული
ზელენსკი: ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული

ზელენსკი: ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული

იმედი|imedinews.ge

ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ოლეგ ლუგოვსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლუგოვსკიმ მას მოახსენა ბელარუსში რუსეთის აშკარა გავლენით მიმდინარე იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პოტენციური გაფართოებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ბელარუსში სრულდება საგზაო ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო მასალების, ასევე საწვავ-საპოხი მასალების საცავების მშენებლობა, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების გარდა სხვა აზრი არ გააჩნიათ. ეს არის სასაზღვრო მიმართულებები: კობრინი - კოველი, ივანოვო - მანევიჩი, ლუნინეცი - სარნი, რეჩიცა - კოროსტენი და გომელი - ჩერნიგოვი. ჩვენ ვიცით, რომ რუსულ დოკუმენტებში ეს აღწერილია სწორედ ეგრეთ წოდებული „სპეცოპერაციის“ ამოცანების კონტექსტში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავაBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • ზელენსკი შავ ზღვაში რუსულ სამიზნეზე დარტყმების შესახებ იუწყებანეტგაზეთი
ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი