მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი მოსახლეობას: რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს, ეს შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოხდეს - გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს
ზელენსკი მოსახლეობას: რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს, ეს შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოხდეს - გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს

იმედი|imedinews.ge

უკრაინული და უცხოური დაზვერვის მონაცემებით, უახლოესი 48 საათის განმავლობაში რუსეთი უკრაინაზე ახალ მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ მოსახლეობას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აცნობა.

„რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს. შესაძლოა, ეს დარტყმა დღეს განხორციელდეს - წინასწარი ინფორმაციით, ეს შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოხდეს. გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს - ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან გაგებას ელის.

„საჰაერო თავდაცვა არის ის პირველი პრიორიტეტი, რომელშიც პარტნიორებს რეალურად შეუძლიათ დახმარება. ყველა შეთანხმება ოპერატიულად უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვანძო პარტნიორ ქვეყნებში სულ უფრო მეტად იცოდნენ, თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში, რუსულ დარტყმებზე ჩვენს მოსახლეობაზე და რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებაზე“, - დასძინა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის ლიდერმა გამოთქვა იმედი აშშ-ის მხრიდან შემდგომ მხარდაჭერაზე ომის შეწყვეტისა და ღირსეული მშვიდობის დამყარების საკითხში.

„იმედი მაქვს, რომ ამერიკა უკრაინასთან იქნება შემდგომშიც და ჩვენ შევძლებთ ამ ომის დასრულებას ღირსეული მშვიდობით. სწორედ ეს გვაკლია და გვჭირდება. ჩვენ ვემზადებით ამერიკის პრეზიდენტსა და მის გუნდთან შეხვედრისთვის“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ციფრული გადახდებიდან ციფრულ კომერციამდე: ზრდის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის - ინტერვიუ სერგეი მარტინჩუკთან, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთანBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →თავს →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

იმედი

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

იმედი

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

იმედი

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი