მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი რუსეთის მასირებულ თავდასხმაზე: მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით
ზელენსკი რუსეთის მასირებულ თავდასხმაზე: მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით

ზელენსკი რუსეთის მასირებულ თავდასხმაზე: მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

დღევანდელი მასირებული თავდასხმა კიევზე არის პუტინის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც სექტემბრის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება. თუმცა, მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ესკალაცია მოსალოდნელია, ამიტომ აუცილებელია იარაღის შეუფერხებელი მიწოდება.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა რუსეთი საპასუხო დარტყმას ამ თავდასხმისთვის და განხორციელდება თუ არა იერიში მოსკოვზე: „თქვენ ხომ იცით, ჩვენ სამართლიანი მშვიდობისა და ომის სამართლიანი დასასრულისთვის ვიბრძვით, ვიდრე ეს არ მოხდება, ეს იქნება სამართლიანი პასუხები“.

მისივე თქმით, პარტნიორებს დაპირებული დახმარება დროულად რომ მოეწოდებინათ, დღეს შესაძლებელი იქნებოდა სახლებისა და ადამიანების გადარჩენა და ეს დიდი პრობლემაა.

„ჩვენ ახლა არ განვიხილავთ და არ გავასაჯაროებთ მიწოდების დეტალებს. მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს უკავშირდება. ერთი მხრივ, დიდი მხარდაჭერაა და ჩვენ მადლობელი ვართ მათი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ დღეს ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით მარტო, მსხვერპლი კი მხოლოდ უკრაინელები არიან. პარტნიორებისგან მხოლოდ ის გვჭირდება, რომ გააკეთონ ის, რაზეც შევთანხმდით. ჩვენ იმაზე მეტსაც არ ვითხოვთ. უბრალოდ, შეასრულონ ის, რაზეც შეთანხმდნენ, ხელი მოაწერეს ან დაგვპირდნენ“, - შეაჯამა პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 233 სტატია.

  • უკრაინამ მოსოვის ოლქს დრონებით შეუტია, ცეცხლი გაუჩნდა Wildberries-ის უდიდეს საწყობსფორმულა
  • უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბატვ პირველი
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი