მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მასთან კიევში შეხვედრაზე რომან აბრამოვიჩი იყო ჩასული
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მასთან კიევში შეხვედრაზე რომან აბრამოვიჩი იყო ჩასული

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მასთან კიევში შეხვედრაზე რომან აბრამოვიჩი იყო ჩასული

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენი, რომელიც კიევში მასთან შესახვედრად ჩავიდა, რომან აბრამოვიჩი იყო. ამ თემაზე მან Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ის კიევში იყო ჩამოსული და თქვა: „მე მაქვს გზავნილი უშუალოდ თქვენთვის და მსურს თქვენგანაც მივიღო გზავნილი პუტინისთვის გადასაცემად“. თუმცა აღნიშნა, რომ ეს ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე უნდა გაკეთებულიყო. მე ვუპასუხე: „ეს თქვენი არჩევანია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - საჯარო იქნება ეს თუ არასაჯარო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის აზრით, აბრამოვიჩს სურდა გაეგო, თუ რისთვის იყო მზად კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში. ზელენსკიმ მას უთხრა, რომ უკრაინა რუსეთისთვის დონბასის დათმობას არ აპირებს.

„ეს იყო მთავარი გზავნილი. მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ წავალთ, ჩვენ ამგვარად გამარჯვებას არ დაგითმობთ“, - დასძინა ზელენსკიმ. მათ ასევე განიხილეს, თუ რა სახის კომპრომისებზე წასასვლელად არიან მხარეები მზად. ზელენსკიმ აბრამოვიჩს უთხრა, რომ კომპრომისები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ არის შესაძლებელი.

5 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კიევში ზელენსკისთან შესახვედრად ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი იმყოფებოდა. პუტინის მტკიცებით, სწორედ მისი საშუალებით გადასცა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინადადება. პუტინს ამ ბიზნესმენის ვინაობა არ დაუსახელებია.

მოგვიანებით, Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში ზელენსკისთან შესახვედრად რომან აბრამოვიჩი ჩავიდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესBM.GE
  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესტვ პირველი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებიაფორმულა
შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით