
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიემგზავრება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში წასვლამდე განაცხადა, რომ ლიდერებთან პირველ რიგში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს.
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე გეგმავს, რომ მათ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მეტი ზეწოლისკენ მოუწოდოს. ზელენსკის თქმით, მათ ვლადიმერ პუტინს აცნობეს, რომ მზად იყვნენ დიდი შვიდეულის სამიტზე მასთან შესახვედრად, თუმცა მოსკოვმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ მსგავსი საუბრისთვის ის ჯერ მზად არ არის.
„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება G7-ის სამიტის დროს პუტინთან შეხვედრის მზადყოფნის შესახებ, ვინაიდან სამიტს ტრამპი და [ემანუელ] მაკრონი დაესწრებიან, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ვფიქრობ, ეს კარგი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის შესახვედრად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კიევ-პეჩერის ლავრაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge
