
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოსკოვის ავიაიერიშების „ახალი დოქტრინის“ საპასუხოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყამს
უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას რუსული თავდასხმების ახალ სტრატეგიაზე საპასუხოდ, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დოკუმენტები მოიპოვა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პუტინმა ზამთრამდე სამოქალაქო ობიექტებზე სამხედრო თავდასხმების ახალი დოქტრინა მიიღო, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
„ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი საშუალებას აძლევენ დაარტყან ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა აიძულონ ხალხი, დატოვონ დედაქალაქი და სხვა ქალაქები. ეს არის ოპერაციის მიზანი. უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები - უპირველეს ყოვლისა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც მათ ამ ომისთვის ფულს აძლევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი აკეთებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge