მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ოქტომბრის ბოლომდე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არის
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ოქტომბრის ბოლომდე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არის

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ოქტომბრის ბოლომდე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არის

იმედი|imedinews.ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-რუსეთ-აშშ-ის სამმხრივ ტექნიკურ შეხვედრაში, რომლის ჩატარებასაც ამერიკული მხარე ოქტომბრის ბოლომდე სთავაზობს. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, შესაძლოა, ოქტომბერში აბუ-დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესაძლებლობა, კერძოდ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე უარი განიხილონ.

„ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ. გუშინ, მაგალითად, მოლაპარაკებების ჯგუფს, ამერიკულ ჯგუფს ველაპარაკე. ამერიკული მხარე დღეს უკრაინასთან და რუსეთთან კონტაქტზე იმყოფება და ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკურ დონეზე, სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, 3 ოქტომბერს მან დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე მზად არის, ოქტომბრის ბოლომდე ასეთი შეხვედრის ჩატარებას მხარი დაუჭიროს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 249 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებსფორმულა
  • რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ის ფარგლებში განისაზღვრაBM.GE
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი მესამედ ჩატარდა

თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი მესამედ ჩატარდა

იმედი

გაგუას კლინიკა დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

გაგუას კლინიკა დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

იმედი

„აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

„აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

იმედი

შემოდგომის სურნელი და სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის ქუჩებში - თბილისობა 2026

შემოდგომის სურნელი და სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის ქუჩებში - თბილისობა 2026

იმედი