მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ
ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის იულია მენდელის განცხადებით, მისთვის ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს.

„არასდროს მინახავს, რომ ის [ზელენსკი] ნარკოტიკს მოიხმარს. როცა ჩემს წიგნზე ვმუშაობდი, ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ის სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ. მხოლოდ ერთს უნახავს, რომ ის 2021 წელს ნარკოტიკს მოიხმარდა“, - განაცხადა მენდელმა, რომელიც 2019-2021 წლებში ზელენსკის პრესმდივნად მუშაობდა.

როგორც მენდელმა აღნიშნა, ზელენსკის ნარკოტიკებით მისი იუმორისტული სტუდიის „კვარტალ 95“-ის თანამშრომელი ამარაგებდა. მან აგრეთვე დასძინა, რომ ზელენსკი კოკაინს მოიხმარს.

მენდელის განცხადებით, ხანდახან ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერამდე ზელენსკი აბაზანაში 15 წუთით შედიოდა და შემდეგ იქიდან „სხვა ადამიანი“ გამოდიოდა. „ის იყო ენერგიით სავსე და მზად იყო ყველაფერზე ესაუბრა“, - თქვა მენდელმა.

მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკიმ უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ნარკოტესტის ჩაბარება შესთავაზა. ნარკოტესტის ჩაბარება მოხდა კლინიკაში, სადაც ზელენსკის მეგობრები მუშაობდნენ. როცა შედეგი ცნობილი გახდა, გაირკვა, რომ ანალიზების ჩაბარების თარიღი არ ემთხვეოდა.

„ეს დიდი სკანდალი იყო“, - თქვა მენდელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი