მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ზღაპრების 12 წელი“ - უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში არასდროს გაწევრიანდება
„ზღაპრების 12 წელი“ - უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში არასდროს გაწევრიანდება

„ზღაპრების 12 წელი“ - უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში არასდროს გაწევრიანდება

იმედი|imedinews.ge

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინა ოდესმე გახდება ნატოს წევრი და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამის სანაცვლოდ ყურადღება უსაფრთხოების სხვა ალიანსების განვითარებაზე უნდა გაამახვილოს. ამის შესახებ ზალუჟნიმ კიევში, ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ზალუჟნიმ აღნიშნული განცხადება მაღალი რანგის დიპლომატებს შორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გამართული დისკუსიისას გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვა გაერთიანებულ ექსპედიციურ ძალებში (JEF) უკრაინის მონაწილეობას ეხებოდა, ელჩმა გამოსვლა ნატოზე საუბრით დაიწყო.

„ნატოს ძალიან კარგად ვიცნობ. დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტებზე გადავსულიყავით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, თითქოს ალიანსში შესვლამდე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებდა. სამწუხაროდ, ჩვენ იქ არასდროს გავწევრიანდებით!“ - აღნიშნა მან.

ზალუჟნის განმარტებით, უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ისაა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამედროვე შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეუძლებელია გახდე იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც დღემდე მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.

ელჩმა მკვეთრად გააკრიტიკა ნატოს საერთო შესაძლებლობებიც, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრები ისეთი ქვეყნები არიან, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ.

„დიდი ალბათობით, ნატო შეინარჩუნებს ამჟამინდელ სახეს და კიდევ 12 წელს დახარჯავს (ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა) იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რაც აუცილებელია რუსეთის დონის ნახევრისთვის მაინც მიღწევად“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ „უკრაინას ესაჭიროება ტექნოლოგიები, რომლებიც ამჟამად ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ“, მათ შორის ანტიბალისტიკური თავდაცვისა და კოსმოსურ სფეროებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 249 სტატია.

  • უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდაფორმულა
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • 2026 წელს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს ომის ერთი დღე $190 მილიონი დაუჯდაBM.GE
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

იმედი

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

იმედი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია