მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზუგდიდის მერია: შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა
ზუგდიდის მერია: შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

ზუგდიდის მერია: შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა

იმედი|imedinews.ge

ზუგდიდის მერიის შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა.

სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი მობილური ჯგუფი მარტოხელა და მარტო მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს, არაერთი მიმართულებით ეხმარება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, პროგრამის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრან, გრეტა წიწავასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენი გუნდისთვის სოციალური პოლიტიკა ნიშნავს, პირველ რიგში, ადამიანების საჭიროებებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერა, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. ეს პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება.

პროგრამა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წელიწადში 50 000 ლარით ფინანსდება, მისი კიდევ უფრო გაძლიერება ავსტრიის განვითარების სააგენტოს, Action Against Hunger-ის, ზუგდიდის LAG-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შევიძინეთ ახალი მობილური მანქანა და შესაბამისი ინვენტარით აღვჭურვეთ. რაც საშუალებას გვაძლევს, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა გავაორმაგოთ - ისინი სერვისს თვეში რამდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით იღებენ"-აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელმაც ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი 2017 წელს დანერგა.

აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს მარტოხელა და მარტო მცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლას ადგილზე ვიზიტით, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და საკარმიდამო ნაკვეთის მოწესრიგებას, ექიმის კონსულტაციას და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას, ბენეფიციარის პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას და სალონურ მომსახურებას, ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, საინფორმაციო უზრუნველყოფა/კონსულტაციას სოციალურ, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

2019 წელს „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში 5 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა და სპეციალური ჯილდო მიიღო.

მობილურმა ჯგუფმა 4000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები|ზუსტი მისამართების სრული ჩამონათვალიBM.GE
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენრუსთავი 2
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა. თვეში 85 ათასი ლარი ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა

ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია

ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია

იმედი

გია აბაშიძე: როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე? - მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია

დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?