
ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მაია კალანდიამ ლევან ცუცქირიძეს ჰკითხა: „თუ ეს მოცემულობა გვექნება, იღებთ თუ არა 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობას? მიპასუხეთ კი თუ არა?“.
შეკითხვას ლევან ცუცქირიძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„ბატონო ლევან, თქვენ საქართველოში ორი კაცი არ გიცნობთ… თქვენ ძალიან ცოტა გიცნობთ იმისთვის, რო ლევან ცუცქირიძედ მოგიხსენიონ… თქვენი პასუხი არის ერთი რამ, თქვენ თამაშობთ ბიძინას თამაშს…”, - უთხრა მაია კალანდიამ ლევან ცუცქირიძეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge
