
ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში“პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებს და ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მაია კალანდიას მიერ ლევან ცუცქირიძისადმი მიმართვას მოჰყვა.
„ბატონო ლევან, თქვენ საქართველოში ორი კაცი არ გიცნობთ… თქვენ ძალიან ცოტა გიცნობთ იმისთვის, რომ ლევან ცუცქირიძედ მოგიხსენიონ. თქვენი პასუხი არის ერთი რამ, თქვენ თამაშობთ ბიძინას თამაშს“, - უთხრა კალანდიამ ცუცქირიძეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge
