მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ
ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ

ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ

იმედი|imedinews.ge

ძალიან გთხოვთ, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ, - ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, ოპოზიციონერ კოლეგებს კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას, რომელსაც დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი“ ახორციელებს.

ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ საკრებულოს დელეგაცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. „ბელგრადის დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად სამი წელია კომპანია „იგლ ჰილსი“ მათთან გამორჩეულ ადგილებში აშენებს კომპლექსებს და როგორც აღმოჩნდა, ამ მშენებლობებმა ქალაქის განვითარებაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედა.

მათ მოგვცეს სტატისტიკაც, რომ კომპლექსებში ქონების 90 %-ზე მეტი უკვე შეძენილი აქვთ სერბეთის მოქალაქეებს. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ ტექნოლოგიები და ნახეთ, რომ კომპანია „იგლ ჰილსი“ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციას“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი