მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ზურაბ პატარაძემ ბათუმში ანგისის და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო ბაზა, ხოლო ქობულეთში რეაბილიტირებული ,,ჩელე არენა“ დაათვალიერა. ასევე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტთან, თემურ მიქელაძესთან. შეხვედრაზე რეგიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

ქობულეთში, „ჩელე არენაზე“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ვეტერან ფეხბურთელთან რევაზ ჩელებაძესთან ერთად, საფეხბურთო ტურნირის "ჩელეს თასის" პატარა მონაწილეებს გაესაუბრა.

„ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათება, რაც სტადიონს საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს სხვადასხვა დონის ჩემპიონატებსა და სპორტულ ღონისძიებებს. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.

ასევე გავეცანით ბათუმის საფეხბურთო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მშობლებისა და ახალგაზრდების მხრიდან ფეხბურთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, იზრდება გუნდების რაოდენობაც, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა სჭირდება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფეხბურთის პოპულარიზაციას რეგიონში“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, გაყვანილია ჭაბურღილი და მიმდინარეობს შემოღობვის და შიდა სარემონტო სამუშაოები. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე შეიცვალა ერთი სტანდარტული და ორი სავარჯიშო მოედნის ხელოვნური საფარი.

ბათუმში, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ოთხი საფეხბურთო მოედანია განთავსებული. მათ შორის, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ორი სპორტული მოედანი. პარალელურად დაგეგმილია კიდევ ორი მოედნის მოწყობა. ლეონიძის ქუჩაზე არსებული ორი საფეხბურთო ბაზა 400-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი და უკვე მასპინძლობს საფეხბურთო მატჩებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გია ჭყონიამ, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კვანტალიანმა, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში კომპანია „აი გემო“ ნახევარფაბრიკატებს უკანონოდ აწარმოებდა - სესBM.GE
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი