მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დინამიკა. იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ხელვაჩაურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანზიტო, ისე ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით.

„ხელვაჩაურის წარმატება, განვითარება და გაძლიერება დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის თითოეული თანამშრომლის შრომასა და პროფესიონალიზმზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოვლითი გზის პროექტის გაგრძელება, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს. შუა დერეფნის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია.

პრაგმატული და სწორი პოლიტიკით ვახერხებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია გაიზარდოს ტვირთბრუნვა, განვითარდეს მწვანე ენერგეტიკა, შეიქმნას ახალი ლოჯისტიკური ცენტრები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ამ პროცესში ხელვაჩაურს განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც ბიზნესისა და ინვესტიციების, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. აუცილებელია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა მუნიციპალიტეტში, რათა ახალგაზრდებსა და ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი მომავალი საკუთარ ქვეყანას დაუკავშირონ“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერიაBM.GE
  • გარემოვაჭრის მტკიებით, მერიის თანამშრომელმა ქუჩის ქალი ეძახატვ პირველი
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდარუსთავი 2
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
მერია →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

იმედი