მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღორჯომის და დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ ოჯახებსაც ესტუმრა, მოისმინა ინფორმაცია ადგილობრივების საჭიროებების და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი მთის გაძლიერებაა, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა ოჯახმა საკუთარ სოფელში შეძლოს ღირსეული ცხოვრება, დასაქმება და მეტი შემოსავლის მიღება.

,,ძალიან თბილი შეხვედრა გამოგვივიდა მაღალმთიანეთში მოსახლეობასთან. კურორტი გოდერძი ნათელი მაგალითია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთაში ინვესტიციების მოზიდვას. ამ პროცესის პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სოფლების გაზიფიცირება, გზების მოწესრიგება და გარემოს დაცვა - მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტყესა და ბუნებრივ რესურსებს, რადგან სწორედ ტყის გაჩეხვა იწვევს ზვავსაშიშროებას და შესაბამისად, მასიურ მიგრაციას მუნიციპალიტეტებიდან.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს „ჩვენებურების“ მიმართ. ჩვენ ერთად აუცილებლად ჩავალთ სამცხე-ჯავახეთში, წალკაში, კახეთში, ნასაკირალში, ზოდში - ყველგან შევხვდებით ჩვენს ეკომიგრანტებს და ვაგრძნობინებთ, რომ აჭარის ხელისუფლება მათ გვერდითაა" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ

შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და აღინიშნა, რომ ბეშუმის, მწვანე ტბის, შავი ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ზურაბ პატარაძის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, რათა მეტი წარმატება და მეტი შესაძლებლობა შეიქმნას რეგიონის მოსახლეობისთვის.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი