მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სტუმრებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე მიესალმა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

ზურაბ პატარაძემ ნომინანტებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის გამორჩეული ადამიანების ღვაწლის დაფასება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

„აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში არსებობს გამორჩეული ადამიანების დაჯილდოების ტრადიცია. დღეს „საპატიო ქობულეთელები“ დავაჯილდოვეთ და გვქონდა შესაძლებლობა პირადად მიგველოცა მათთვის. ქობულეთელობა მართლაც განსაკუთრებული ღირსება და პასუხისმგებლობაა. სასიხარულოა, რომ დღეს სამი თაობის ქობულეთელები შევიკრიბეთ და სიყვარულით აღვნიშნეთ ის ღვაწლი, ჩართულობა რაც ქობულეთის განვითარებისთვის გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და არაერთხელ გვექნება შესაძლებლობა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობითა და ღირსეული ცხოვრებით ამშვენებენ ჩვენს მუნიციპალიტეტებს“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცერემონიის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „საპატიო ქობულეთელის“ ჯილდო პირადად გადასცა სპორტსმენ ირაკლი თურმანიძესა და ექიმ-კარდიოლოგ ბესიკ კაკალაძეს.

წელს „საპატიო ქობულეთელის“ ტიტული მუნიციპალიტეტის ხუთ გამორჩეულ მოქალაქეს გადაეცა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი