მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია
ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ინვესტიციების სააგენტოს“ მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა, - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.

ქადაგიძის თქმით, საინტერესოა, როგორ აპირებს ახალი სააგენტო [„ინვესტიციების სააგენტო“] ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია.

„კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ექსპორტის მხარდაჭერა განისაზღვრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის ფარგლებში, ამ მიმართულებით ძალიან მწვავე ტენდენცია გამოიკვეთა. ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზული ბარიერები აქვთ შიდა სარეალიზაციო ქსელებთან. ადგილი აქვს დაგვიანებულ გადახდებს, არაკონკურენტულ პირობებს და ა.შ. მაინტერესებს, როგორ აპირებს ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია, ანუ ხომ არ მივიღებთ სურათს, სადაც სააგენტო ქვეყნის გარეთ ეძებს იმას, რაც შიგნით ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია.

ექსპორტი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მეწარმე თუ ადგილობრივ ბაზარზე წამგებიან პირობებშია, მას ექსპორტისთვის საჭირო საინვესტიციო კაპიტალიც კი უბრალოდ არ ექნება. საერთაშორისო ბაზარი ითხოვს სტაბილურ დიდ მოცულობებს და თუ მწარმოებელი ადგილობრივი ქსელებისგან დისკრიმინაციული პირობების გამო ვერ ზრდის წარმოებას, ის ვერც ექსპორტის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ირაკლი მეზურნიშვილმა ქადაგიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი სააგენტოს შექმნის პროცესი, სულ მალე დასრულდება და დეტალურად განიხილება სააგენტოს მუშაობის სტრატეგია და პრიორიტეტები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძეBM.GE
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
წარმოების →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი