მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად გაბისონია: იმ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ძველი მოდელით სწავლობენ ან აქვთ ნულოვანი გრანტი, ერთი გამოცდის ჩაბარებით შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული დაფინანსება მოიპოვონ
ზვიად გაბისონია: იმ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ძველი მოდელით სწავლობენ ან აქვთ ნულოვანი გრანტი, ერთი გამოცდის ჩაბარებით შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული დაფინანსება მოიპოვონ

ზვიად გაბისონია: იმ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ძველი მოდელით სწავლობენ ან აქვთ ნულოვანი გრანტი, ერთი გამოცდის ჩაბარებით შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული დაფინანსება მოიპოვონ

იმედი|imedinews.ge

იმ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ძველი მოდელით სწავლობენ ან აქვთ ნულოვანი გრანტი, ერთი გამოცდის ჩაბარებით შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული დაფინანსება მოიპოვონ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, დღეს წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანია 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა წარვადგინეთ დღეს. საუბარია 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმის ახალი მოდელი, რომელიც უფასო სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, სტარტს იღებს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2025 წლის 18 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ, ჰქონოდათ შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ ან მიეღოთ საგრანტო დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ 2026 წლიდან აღარ იქნება საჭირო საგრანტო მოდელის ამოქმედება, რადგან სწავლა მთლიანად იქნება დაფინანსებული, მაგრამ ის სტუდენტები, რომლებიც ძველი მოდელით სწავლობენ, ან ნულოვანი გრანტი აქვთ, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ და ერთი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიიღონ დამატებით დაფინანსება. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს ცვლილება ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაბისონიამ.

მისი განცხადებით, ეს მოდელი აქამდეც არსებობდა და მიუხედავად ახალ საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლისა, მაინც დარჩა როგორც გაუმჯობესების, ასევე ახალი საგრანტო მოპოვების პრინციპი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი