მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: უკრაინას თავს აფარებენ ჩვენი სამართალდამცველების მიერ ძებნილები. ეს მიმართულება მოაგვაროს უკრაინამ და შესაძლებელი იქნება საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე
ზვიად შალამბერიძე: უკრაინას თავს აფარებენ ჩვენი სამართალდამცველების მიერ ძებნილები. ეს მიმართულება მოაგვაროს უკრაინამ და შესაძლებელი იქნება საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

ზვიად შალამბერიძე: უკრაინას თავს აფარებენ ჩვენი სამართალდამცველების მიერ ძებნილები. ეს მიმართულება მოაგვაროს უკრაინამ და შესაძლებელი იქნება საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

იმედი|imedinews.ge

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვასა და იმ პირობებზე, რომლის შესრულების შემდეგაც შესაძლებელი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანები სათავეში ჩაუდგნენ უკრაინის ინტერპოლს. მისი თქმით, ეს მიმართულება უნდა მოაგვაროს უკრაინულმა მხარემ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

„არის საკითხები, რომელიც საქართველოსთვის წითელი ხაზია და რომლის მოგვარების შემდეგაც აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან არიან ძებნილი და რომლებიც იყვნენ წითელი ცირკულარით ძებნილი და დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში უკრაინის ინტერპოლს. არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს აფარებენ უკრაინას თავს, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არიან ძებნილი. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უნდა მოაგვაროს მხოლოდ უკრაინულმა მხარემ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

მისასალმებელია ეს ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჩვენ მიმართ და დაველოდოთ შეხვედრას, რომელიც ასევე დაანონსდა სატელეფონო საუბრის შემდეგ“, - განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი