მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი გარდაიცვალა
ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი გარდაიცვალა

ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

ჯგუფ ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი 77 წლისა გარდაიცვალა. მუსიკოსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირდი ოჯახის წევრების გარემოცვაში, ტეხასში მდებარე საკუთარ რანჩოზე გარდაიცვალა.

„დღეს მე და [ZZ Top-ის ბას-გიტარისტმა] ელვუდმა დავკარგეთ შესანიშნავი მეგობარი და თანაავტორი, ხოლო მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი დრამერი, ასევე ტეხასის დიდი და ჭეშმარიტი შვილი დაკარგა. მისი საფირმო რიტმი იყო გასაღები იმისა, რომ ZZ მწვერვალზე დარჩენილიყო“, - დაწერა ZZ Top-ის დამფუძნებელმა ბილი გიბონსმა.

ბლუზ-როკ ჯგუფი ZZ Top 1969 წელს დაარსდა. ჯგუფის შემადგენლობა მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა - ბილი გიბონსი, ფრენკ ბირდი და დასტი ჰილი. 2021 წელს ჰილი გარდაიცვალა, ხოლო ჯგუფის ბასისტი ელვუდ ფრენსისი გახდა.

ZZ Top-ს ამ დროისთვის 15 სტუდიური და 4 საკონცერტო ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან მრავალი ტრეკი მსოფლიო ჰიტ-აღლუმების სათავეებს იკავებდა. 2004 წლიდან ZZ Top-ი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშია შეყვანილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

იმედი

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

იმედი

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

იმედი