მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს
არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

იმედი|imedinews.ge

თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე საუბრისას.

მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეზე.

„მას აღიარებული აქვს დანაშაული ამ წლის დასაწყისში. ასევე, გავრცელებულია კადრები, სადაც გარკვეული ხასიათის და დიდი ოდენობით ძვირფასი ნივთები თუ თანხებია ამოღებული მის საკუთრებაში არსებული შენობებიდან. ახლა ეს განცხადებები რატომ კეთდება, არ ვიცი. ალბათ, თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის, ყველა მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცულია. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახს არ ემუქრება. შესაბამისად, ეს განცხადებაც რა იყო? თითქოს რაღაც მოლოდინის შექმნა საზოგადოებაში, რომელსაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აჟიტირებით აჰყვა. გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ, რომელიც პირდაპირ, სიტყვიერადაც, წინადადებათა წყობითაც კი ეწინააღმდეგება პირველ განცხადებას. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ემუქრებოდეს მას ან მის ოჯახს, მათ უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზრუნავს ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა გორდულაძემ.

ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხოლო მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებსBM.GE
  • მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივესრუსთავი 2
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდანეტგაზეთი
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდებატვ პირველი
რეჟიმის →

მსგავსი სტატიები

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

იმედი

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

იმედი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

იმედი