ორიგინალი
Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს
ინფო 9·11:19

Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს

26 ნოემბერი, 2026 · 11:19

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ნატოს მოკავშირეები ვარაუდობენ, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბრის ბოლომდე ან 2027 წლის დასაწყისამდე გადადებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე ძალისხმევას ააქტიურებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების გადადების მოლოდინს ბოლო კვირებში აშშ-სა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაც განაპირობებს. ამასთან, ვაშინგტონი დადებითად აფასებს ალიანსის წევრი ქვეყნების ინიციატივას თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და ევროპაში არსებულ სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში საკუთარი სამხედრო ძალის პროვოცირებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, მოკავშირე ქვეყნებს თავდაპირველად აშშ-ის გადაწყვეტილება დეკემბრის დასაწყისში უნდა მიეღოთ, თუმცა ახლა ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონი საკითხის გადაწყვეტას თვის ბოლომდე ან ახალი წლის შემდეგ გადადებს. პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ უწყებას ამ ეტაპზე გამოსაცხადებელი არაფერი აქვს და სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების შესაძლო გადადებას კიდევ ერთ დადებით სიგნალად აღიქვამენ. მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ვაშინგტონი ევროპაში სამხედრო კონტინგენტის მკვეთრად შემცირების შესახებ გაკეთებულ მუქარას შესაძლოა აღარ მიჰყვეს.

როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მოკავშირეები მიმდინარე წლის დასაწყისში გააოცა, როდესაც ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის შესახებ გამოაცხადა. ზოგიერთ ოფიციალურ პირს ჰქონდა შიში, რომ დონალდ ტრამპი კონტინენტიდან 25 000 ამერიკელ სამხედროს გაიყვანდა. ეს ევროპაში ამჟამად დისლოცირებული დაახლოებით 80 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მეოთხედზე მეტია.

თუმცა, როგორც Bloomberg-ი მანამდე წერდა, მოკავშირეები ახლა ვარაუდობენ, რომ შემცირება დაახლოებით 5 000 სამხედროს შეეხება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·11:34

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
ინფო 9·11:34

დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ

ინფო 9·11:29

გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
ინფო 9·11:26

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.