ორიგინალი
დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ
ინფო 9·11:34

დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ

26 ნოემბერი, 2026 · 11:34

„საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, დიალოგის აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, უპირველესად კი, საქართველოს სუვერენიტეტი, დეოკუპაცია, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ. სწორედ იმ საკითხებს წარმოადგენს, რომლებზეც საუბარი და გამოსავლის ძიება აუცილებელია. დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, მით უფრო, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, პრობლემების მოუგვარებლობა და ურთიერთობის სრული ჩაკეტვა არსებულ რეალობას ვერ შეცვლის“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს, ასევე, დამატებით საბაბს უქმნის ოპოზიციას, გააძლიეროს ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ არსებული პროპაგანდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ.

„პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს. იქნება ეს ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული გაუგებარი პრეტენზიები, უკრაინის ომის დაფინანსების შესახებ საუბარი თუ ერთი შეხედვით უწყინარი ჰუმანიტარული ინიციატივები, მათ შორის უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის საკითხი, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ინიციატივები საქართველოში რადიკალური ოპოზიციისთვის დამატებით საბაბს ქმნის, გააძლიეროს პროპაგანდა ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ.

განსაკუთრებით თვალში საცემია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პოზიცია. წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა რუსეთის თემას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებდა და დღესაც იმავე გზას აგრძელებს. პარადოქსულია, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია და არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის.

შესაბამისად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ხმამაღლა საუბრობენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, გაიხსენოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას დაუტოვა.

ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებიც ცალკე შეფასებას საჭიროებს. თუ მათი ინიციატივები საბოლოოდ იმ პოლიტიკური ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს, რომლებიც საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებული, მაშინ ისმის კითხვა, რამდენად შეესაბამება ეს, თავად რუსეთის მიერ დეკლარირებულ ურთიერთობის მოწესრიგების ინტერესს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თვითონ სააკაშვილის სტატუსი, რომელიც მან დაწერიდან მალევე წაშალა, სადაც სააკაშვილი ვარდების რევოლუციაში რუსეთის როლს აღნიშნავს და ვარდების რევოლუციას რუსეთს მიერ მხარდაჭერილ პროცესად აფასებს, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილი სწორედ რუსული პროექტი იყო და რუსეთი დღემდე ცდილობს, საკუთარი აგენტურის დახმარებას. „ნაციონალური მოძრაობის“, (რადიკალური ოპოზიციის) და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნების, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ცდილობენ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
რუსეთისოცნებისშეხვედრა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·11:46

ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ

ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ
ინფო 9·11:29

გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
ინფო 9·11:19

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს
ინფო 9·11:19

Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს

Bloomberg: ნატოს მოკავშირეები ელოდებიან, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებას გადადებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.