დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს „მეგობარი“ უწოდა, რადგან მას „შეთანხმების დადება სურს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს „მეგობარი“ უწოდა, რადგან „შეთანხმების დადება სურს“. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს შეახსენა, რომ ჩინეთში შეხვედრის დროს პუტინს „მეგობარი“ უწოდა.
ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან კრემლის ხელმძღვანელი ასე იმიტომ მოიხსენია, რომ შეერთებულ შტატებს „შეთანხმების დადება სურს“.
„ერთი რამ უნდა გაიგოთ. ჩვენ შეთანხმების დადება გვსურს, გვინდა, მკვლელობები შეწყდეს. შემეძლო, მეთქვა, რომ ის ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ თუ შეთანხმების დადება მინდა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო (...) შემეძლო, მივსულიყავი მასთან და მეთქვა: „არ მომწონხართ“, მაგრამ მაშინ იგივე პრობლემა გვექნება, რაც ზელენსკის და პუტინს აქვთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
„შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი დაბრკოლება ის არის, რომ ეს ორი ლიდერი ერთმანეთს აშკარად ვერ იტანს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
