ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა
პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„თავიდანვე, მისი მიზანი ჩვენი ოკუპაცია იყო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინი. ცოტათი მაინც შევუცვალოთ აზრი, თუ ეს შესაძლებელია, შევუცვალოთ მიზნები, შევუცვალოთ კურსი. პარტნიორებმა აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გააკეთონ, რადგან პუტინი თავის მიზნებს არ შეიცვლის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკის თქმით, ამერიკელებმა კიევს განუცხადეს, რომ უკრაინაში „სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ დარწმუნებულები არ არიან, რადგან ეს საკითხი ნატო-ს ეხება“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის „სამხედრო ბაზები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და სამხედრო მოსამსახურეები განლაგებული ჰყავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან არიან“.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ როდესაც ისინი იქ ბაზებს აგებდნენ, ირანელებს ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა ამ ბაზების აგება. ასე რომ, აშშ-ის გადასაწყვეტია სურს თუ არა ეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
