კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანი დაღუპული იპოვეს
კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანი დაღუპული იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, ნავზე 100-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. მათ გამბია 10 დღით ადრე დატოვეს, თუმცა გზაში ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, გზის გაგრძელება ვერ შეძლეს.
მაშველებმა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 6 პირი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენი მიგრანტების ევაკუაცია კი ხომალდით განხორციელდა.
გარდა ამისა, მაშველებმა კიდევ ერთ ნავზე 84 ადამიანი გადაარჩინეს.
